"ჩელსი" კვარაცხელიას ყველა თამაშს აკვირდება | ინგლისელები ქართველით აღფრთოვანებულები არიან! » სპორტის ხაზი

"ჩელსი" კვარაცხელიას ყველა თამაშს აკვირდება | ინგლისელები ქართველით აღფრთოვანებულები არიან!

"ჩელსი" კვარაცხელიას ყველა თამაშს აკვირდება | ინგლისელები ქართველით აღფრთოვანებულები არიან!
28-10-2022, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

ბოლო პერიოდში, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სატრანსფერო სიახლეები სულ უფრო და უფრო მზარდი ტემპებით ვრცელდება, რაც სავსებით ლოგიკურია, რადგან ქართველი შემტევი როგორც შიდა ჩემპიონატში, ისე მთავარ საკლუბო ტურნირზე ფანტასტიკურად გამოიყურება. მიუხედავად ამისა, ნეაპოლური გუნდის სპორტულმა დირექტორმა მკაფიოდ განმარტა, რომ კვარაცხელია არ იყიდება, თუმცა სხვადასხვა კლუბებისგან ინტერესი მაინც არსებობს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის "ჩელსი" ძალიან მოტივირებულია, რომ ქართველი ფეხბურთელი გადაიბიროს. ინგლისელებმა თავიანთი სკაუტებისადმი გასცეს განკარგულება, რომ ხვიჩა კვარაცხელიას აბსოლუტურად ყველა თამაშს დაესწრონ, სადაც ისინი კვარას გარდა, ოსიმენსაც დააკვირდებიან. ეს იქნება სპეციალურად ამ ორი ფეხბურთელის თამაშის სანახავად დაგეგმილი ვიზიტები იტალიაში და თუ "ნაპოლის" შემტევები პროდუქტიულად თამაშს განაგრძობენ, მაშინ ლონდონის "ჩელსი", დიდი შანსია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ამოქმედდეს.

როგორც იწერება, ლონდონური კლუბის წარმომადგენლები ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენს ინგლისში, კერძოდ "ლივერპულის" წინააღმდეგაც დააკვირდებიან. შეგახსენებთ, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდს "ენფილდზე" თამაში 1 ნოემბრის 00:00 საათზე "ჩემპიონთა ლიგის" ეგიდით მოუწევს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი