ვილი სანიოლს რთული გამოცდა ელის - ნაკრებს ამ პოზიციაზე საკადრო პრობლემები აქვს » სპორტის ხაზი

ვილი სანიოლს რთული გამოცდა ელის - ნაკრებს ამ პოზიციაზე საკადრო პრობლემები აქვს

ვილი სანიოლს რთული გამოცდა ელის - ნაკრებს ამ პოზიციაზე საკადრო პრობლემები აქვს
28-10-2022, 16:04
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ნოემბრის თვეში ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს. მართალია, "ჯვაროსნებს" მეტოქეები ჯერ არ დაუსახელებიათ, თუმცა მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი რთული ამოცანის წინაშე დგას.

თუკი სექტემბერში ნახევარდაცვაში არსებულ პრობლემებზე ვსაუბრობდით, ახლა მთავარი განსახილველი თემა ფოვარდის პოზიციაა. ბუდუ ზივზივაძე, რომელიც უბრალოდ საოცარ ფორმაში იყო, შემთხვევით დაშვებული შეცდომის გამო დაისაჯა და უნგრულმა კლუბმა ის მეორე გუნდში დააქვეითა. მის კარიერაში ამ ცვლილებამ კი შეიძლება ფეხბურთელის სათამაშო პრაქტიკას სერიოზული ზიანი მიაყენოს და 28 წლის ფორვარდი აღარ იყოს ისეთი პროდუქტიული, როგორიც, თუნდაც ჩრდ. მაკედონიასთან შეხვედრაში ვიხილეთ.

ვილი სანიოლს რთული გამოცდა ელის - ნაკრებს ამ პოზიციაზე საკადრო პრობლემები აქვს


ზივზივაძეს ამ რთული მდგომარეობის მიუხედავად, ვილი სანიოლს აქვს მეორე ვარიანტი, გიორგი მიქაუტაძის სახით, რომელიც ბევრის აზრით ნაკრების ძირითადის წევრი უნდა იყოს. თუმცა, მთავარი პრობლემა სწორედ ის გახლავთ, რომ 21 წლის ფორვარდი უკვე მე-8 შეხვედრაა მეტოქის კარის აღებას ვერ ახერხებს. ქართველმა ბოლოს "მეცის" მაისურით ორი თვის წინ "როდეზის" წინააღმდეგ გაიტანა.



ამ პირობებში ფრანგი სპეციალისტისთვის ერთადერთი დასაყრდენი ძალა "დინამო თბილისის" ფორვარდი დავით სხირტლაძეა. 29 წლის ფეხბურთელი იდეალურად გამოიყურება და მის ანგარიშზე 6 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. არსებულ ვითარებაში, დავითს იდეალური შანსი აქვს მთავარ მწვრთნელს თავი მოაწონოს და ნოემბრის მატჩებში ნაკრების მაისურით, თავი ბევრი გოლებით გამოიჩინოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი