ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში, ხვიჩა კვარაცხელიას ნაპოლიმ რეინჯერსს უმასპინძლა და მეტოქე 3:0 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ნაპოლის ქართველ შემტევს, რადგან, მწვრთნელმა მისი დასვენების გადაწყვეტილება მიიღო.
იტალიური გამოცემა Corrie del Mezzogiorno ხვიჩას დასვენების მიზეზებს კიდევ უფრო დეტალურად განმარტავს:
"ნაპოლის რეინჯერსთან თამაშის შემდეგ, დაახლოებით 60 საათში, ახალი შეხვედრა, ამჯერად სასუოლო წინააღმდეგ ელოდება.
ამ სეზონში პირველად კვარაცხელიამ დაღლილობა რომასთან მატჩში იგრძნო და სწორედ ამიტომ აღარ შემოიყვანა სპალეტიმ სამ ბურთიანი უპირატესობის მიუხედავად ხვიჩა რეინჯერსის წინააღმდეგ", - წერს გამოცემა.