"ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო სია 19 ფეხბურთელისგან შედგება | დეტალები » სპორტის ხაზი

"ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო სია 19 ფეხბურთელისგან შედგება | დეტალები

"ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო სია 19 ფეხბურთელისგან შედგება | დეტალები
28-10-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონას" ფინანსური პრობლემები გრძელდება, კატალონიური კლუბის ზამთრის სატრანსფერო სია 19 ფეხბურთელისგან შედგება. "ბარსელონას" პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა მზადაა, რომ ჩავის მხარი კიდევ უფრო მეტად დაუჭიროს და სასურველი ფეხბურთელების გადაბირებაში დაეხმაროს. ესპანური Sport ირწმუნება, რომ კლუბი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს სულ მცირე 2 ფეხბურთელს გაიფორმებს.

ფეხბურთელები, რომლებსაც "ბარსელონა" აკვირდება: დალოტი, ჟორჟინიო, ფაბინიო, კანტე, როდრი, ვორდ-პრაუსი და ნდიდი, დანარჩენი ფეხბურთელების ვინაობა უცნობია. მიუნხენის "ბაიერნთან" 0:3-ის წაგების შემდეგ, ჩავიმ თქვა, რომ გუნდი უნდა გაიზარდოს და ლოგიკური იქნება, თუ ამაში ახალი ფეხბურთელების კლუბში მიყვანასა და მათ ინტეგრაციას მოვიაზრებთ.

ბოლო პერიოდში, ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ "ბლაუგრანა" ისეთმა ასაკოვანმა ფეხბურთელებმა უნდა დატოვონ, როგორებიც ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი, ჟორდი ალბა და სერჟი რობერტო არიან. ამდენად, კლუბს მათი ჩამნაცვლებლების მონახვა მოუწევს და არაა გამორიცხული, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "ბარსელონამ" ახალი მოთამაშეები დაიმატოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი