გიორგი აბუაშვილსა და "პეტროლულს" შორის გზები გაიყარა » სპორტის ხაზი

გიორგი აბუაშვილსა და "პეტროლულს" შორის გზები გაიყარა

გიორგი აბუაშვილსა და "პეტროლულს" შორის გზები გაიყარა
3-02-2024, 23:48
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემტევ გიორგი აბუაშვილისა და რუმინული "პეტროლულის" გზები გაიყარა.

როგორც, პეტროლულის ოფიციალური გვერდი წერს, მხარეებს შორის კონტრაქტი გაწყდა.

"ჩვენმა კლუბმა მიაღწია შეთანხმებას ბრაზილიელ ჟეფერსონ ჟუნიორ ნორეიგასთან და ქართველ გიორგი აბუაშვილთან კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე. მადლობა და წარმატებები მათ" - წერენ კლუბში.

აბუაშვილი თბილისის "დინამოს" აღზრდილია, "პეტროლულში" კი პორტუგალიური "პორტუს" მეორე გუნდიდან მივიდა. გიორგიმ რუმინეთის ჩემპიონატში სულ 3 მატჩი ჩაატარა, ერთხელ კი თასზე "ჩინდიას" გოლიც გაიტანა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.