საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოცდილი წევრის, გიორგი შერმადინის ტენერიფემ ბერძნულ პერისტერსს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში დიდი სხვაობით, 89:68 მოუგო.
34 წლის ქართველი კალათბურთელი მაყურებელმა პარკეტზე ჯამურად 16:46 წუთით ნახა, რა დროშიც გიომ 8 ქულა, 1 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ცნობისთვის, ესპანური კლუბი K ჯგუფს 4 ქულით ჰაპოელ იერუსალიმთან ერთად ლიდერობს, ამავე კლუბების სამომავლო დაპირისპირება კი 7 თებერვალსაა ჩანიშნული.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ შერმადინს რეკორდის დამხობამდე სულ რაღაც 38 ქულა რჩება, რომელიც ვოიცეხ ჰრუბანს ეკუთვნის.