საქართველოს ნაკრებმა ივნისში ამხანაგური მატჩი ჩანიშნა » სპორტის ხაზი

საქართველოს ნაკრებმა ივნისში ამხანაგური მატჩი ჩანიშნა

საქართველოს ნაკრებმა ივნისში ამხანაგური მატჩი ჩანიშნა
31-01-2024, 22:49
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს და 9 ივნისს მონტენეგროში, მასპინძელ ქვეყანას დაუპირისპირდება.

"საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 9 ივნისს ამხანაგურ მატჩს გამართავს.

წლის პირველი ამხანაგური მატჩის ფარგლებში, ჩვენი გუნდი მონტენეგროს ნაკრებს ესტუმრება. მატჩი პოდგორიცაში, "გრადსკი სტადიონზე" გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის პირველ ოფიციალურ მატჩს საქართველოს ნაკრები 21 მარტს გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში ჩვენი გუნდი ლუქსემბურგის ნაკრებს დინამო არენაზე უმასპინძლებს.

წარმატების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ფინალში თამაშის უფლებას მოიპოვებს, რომელიც 26 მარტს გაიმართება. ფინალურ შეხვედრას საქართველო - ლუქსემბურგის წყვილში გამარჯვებული უმასპინძლებს." - ვკითხულობთ ეროვნული ნაკრების პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: Davit Shakirovi


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი