La Repubblica: "ტურინელების გაოცება ქართველმა მოახერხა" - იტალიელები საზონოვზე წერენ » სპორტის ხაზი

La Repubblica: "ტურინელების გაოცება ქართველმა მოახერხა" - იტალიელები საზონოვზე წერენ

La Repubblica: "ტურინელების გაოცება ქართველმა მოახერხა" - იტალიელები საზონოვზე წერენ
30-01-2024, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ვარჯიშზე მიმავალი საბა საზონოვი ტურინელმა გულშემატკივარმა ტრავმაიში დააფიქსირა და ფოტო გადაუღო.

ამ თემაზე სტატია ცნობილმა იტალიურმა გამოცემა la Repubblica-მაც კი გამოაქვეყნა:

"ამჯერად ფეხბურთის გულშემატკივრებს უკვირთ არა ისეთი სუპერმანქანები, როგორიც ბალოტელის ლამბორგინი ან კრიშტიანო რონალდოს ფერარია, არამედ - ტრამვაი. ტურინელთა გაოცება ქართველმა საბა საზონოვმა მოახერხა, რომელიც ტორინოს ქომაგმა სპორტული შარვლით, ზამთრის ქურთუკითა და თეთრი ბოტასით, ტელეფონზე საუბრისას დააფიქსირა. ამაში არაფერია ზებუნებრივი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ტორინოს მცველი, რომელსაც ხუთშაბათს 22 წელი შეუსრულდება, "N4" ტრამვაით გადაადგილდებოდა.

ფეხბურთელი, რომელიც იტალიაში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს მოვიდა, კლუბის ბაზამდე მისასვლელად ხშირად გადაადგილდება ამ მარშრუტით. უშუალობა, რომელიც დადებით დამოკიდებულებას იწვევს. ეს მივიწყებული ჩვევა ტორინოს ფანებმა სოციალურ ქსელებში განსაკუთრებით აღნიშნეს.

კვირას "ტორო" საკუთარ მოედანზე სალერნიტანას მიიღებს, საზონოვი კი მოედანზე ალესანდრო ბონჯორნოს ნაცვლად გავა, რომელმაც კალიარისთან მატჩში ტრავმა მიიღო და ლაზარეთში დაახლოებით თვე დარჩება. საინტერესო იქნება, როგორ შეხვდებიან ტორინოს ფანები საზონოვს - ახალ კუმირს, რომელსაც უყვარს ქალაქში ტრამვაით მგზავრობა"
- წერენ იტალიელები.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი