"ვფიქრობ, ამას ელოდება...", - ტიერი ანრი ზინედინ ზიდანის მომდევნო კლუბს ასახელებს » სპორტის ხაზი

"ვფიქრობ, ამას ელოდება...", - ტიერი ანრი ზინედინ ზიდანის მომდევნო კლუბს ასახელებს

"ვფიქრობ, ამას ელოდება...", - ტიერი ანრი ზინედინ ზიდანის მომდევნო კლუბს ასახელებს
27-10-2022, 21:51
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რეალ მადრიდის დატოვების შემდეგ, ზინედინ ზიდანმა სამწვრთნელო კარიერაში დროებით პაუზა აიღო და ამ დრომდე ახალი გუნდი ჯერ არ ჩაუბარებია.

რამდენიმე დღის წინ, 50 წლის სპეციალისტმა განაცხადა, რომ მის დაბრუნებამდე დიდი დრო აღარ არის დარჩენილი, თუმცა მომავალი კლუბის შესახებ კონკრეტული არაფერი უთქვამს.

ამ თემაზე, საკუთარი მოსაზრება ყოფილმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმაც დააფიქსირა:

"ვფიქრობ, რომ ზიდანი მხოლოდ ერთ რამეს, საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ჩაბარებას ელოდება და ეს ყველაფერს აზრს ძენს", - განაცხადა ანრიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.