"ეს კონკურენცია ჩემთვის ძალიან კარგია" - საზონოვის მატჩისშემდგომი კომენტარი » სპორტის ხაზი

"ეს კონკურენცია ჩემთვის ძალიან კარგია" - საზონოვის მატჩისშემდგომი კომენტარი

"ეს კონკურენცია ჩემთვის ძალიან კარგია" - საზონოვის მატჩისშემდგომი კომენტარი
28-01-2024, 10:00
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის სერია A-ს 22-ე ტური კალიარი-ტორინოს მატჩით გაიხსნა, რომელიც ტურინელებმა 2:1 მოიგეს.

მატჩის შემდეგ ტორინოს პრეს-სამსახურთან ისაუბრა საბა საზონოვმა, რომელიც მოედანზე 78-ე წუთიდან ვიხილეთ.

"ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად მიდის, ვარჯიშზე ვარ ორიენტირებული მოვემზადებით სალერნიტანასთან მატჩისთვის, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება, რადგან მეორედ შეიძლება მოვხვდე ძირითად შემადგენლობაში.

ჩვენ ძალიან, ძალიან, ძალიან ძლიერი მცველები გვყავს, მაგრამ ვფიქრობ, ეს კონკურენცია ჩემთვის ძალიან კარგია, რადგან ახალგაზრდა ვარ.

ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის საქართველოს წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის წოდება უმნიშვნელოვანესი იყო. კარგი სეზონი მქონდა, ასევე 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეც საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავად ითამაშა. მე საუკეთესო ახალგაზრდად დამასახელეს, კვარაცხელია საუკეთესო ფეხბურთელად და ჩვენ ორივე სერია A-ში ვთამაშობთ. ეს სერია A-სთვისაც კარგია და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია."
- თქვა საზონოვმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი