უცხოურ მედიაში საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და სან ანტონიოს კალათბურთელის, სანდრო მამუკელაშვილის ინტერვიუ ვრცელდება.
აღნიშნული ინტერვიუს ერთ-ერთ მონაკვეთში ქართველი სპორტსმენი სამომავლო გეგმებზე საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში ისეთივე აკადემიის გახსნა სურს, როგორიც თავის დროზე ზაზა ფაჩულიამ დააფუძნა:
"მინდა, რომ ისეთი აკადემია შევქმნა, რომელიც ზაზა ფაჩულიას აკადემიას კონკურენციას გაუწევს და მომავალ თაობას აღზრდის."
"მსურს, რომ გავაგრძელო ის, რაც ზაზა ფაჩულიამ დაიწყო. მინდა, რომ მისი გზა გავიარო და ასეთივე აკადემია გავხსნა საქართველოში."
"სწორედ ზაზა ფაჩულია იყო ადამიანი, რომელმაც საქართველოში საკალათბურთო თაობების შეცვლა დაიწყო", - ამბობს მამუკელაშვილი