ესპანეთის "სუპერ თასის" ნახევარფინალური წყვილები ცნობილია | ვინ იქნება მამარდაშვილის მეტოქე? » სპორტის ხაზი

ესპანეთის "სუპერ თასის" ნახევარფინალური წყვილები ცნობილია | ვინ იქნება მამარდაშვილის მეტოქე?

ესპანეთის "სუპერ თასის" ნახევარფინალური წყვილები ცნობილია | ვინ იქნება მამარდაშვილის მეტოქე?
27-10-2022, 20:30
Aa Aa
გაზიარება:

ცოტა ხნის წინ გაირკვა ესპანეთის "სუპერ თასის" 1/2 ფინალური წყვილები, სადაც პელეგრინის "ბეტისი" "ბარსელონას", ხოლო ანჩელოტის "რეალი" გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიას" დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ნახევარფინალური შეხვედები მომდევნო წლის 11 იანვარს ჩატარდება და ორივე მათგანი ერთმატჩიანი იქნება, ხოლო ფინალი 4 დღეში, 15 იანვარს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს ესპანეთის "სუპერ თასი" მადრიდის "რეალმა" მოიგო, როდესაც სამეფო კლუბმა "ატლეტიკ ბილბაო" 2:0 ლუკა მოდრიჩისა და კარიმ ბენზემას გოლებით დაამარცხა, ხოლო ამავე ტურნირის ყველაზე მეტჯერ მოგება კატალონიის "ბარსელონამ" შეძლო (13).


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი