"ეს მისთვის შურისძიების თამაშია, რადგან..", - ჩავის კომენტარი ლევანდოვსკიზე » სპორტის ხაზი

"ეს მისთვის შურისძიების თამაშია, რადგან..", - ჩავის კომენტარი ლევანდოვსკიზე

"ეს მისთვის შურისძიების თამაშია, რადგან..", - ჩავის კომენტარი ლევანდოვსკიზე
26-10-2022, 19:39
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი სტუმრად ბარსელონას დაუპირისპირდება.

გასულ ტურში ამ გუნდების დაპირისპირება მიუნხენში შედგა და ნაგელსმანის გუნდმა ბარსელონა 2:0 დაამარცხა - აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას ბაიერნის ყოფილი და ამჟამად კატალონიელთა შემტევი, რობერტ ლევანდოვსკიც იღებდა, რომელმაც გოლის გატანა ვერ მოახერხა.

სწორედ ამ თემას შეეხო მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ჩავი ერნანდესი:

"ეს მისთვის შურისძიების თამაშია, რადგან მიუნხენში გოლი არ გაუტანია. ლევანდოვსკისთვისაც და მთლიანად გუნდისთვის ეს მატჩი კარგი შესაძლებლობა იქნება", - განაცხადა ჩავიმ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი