"არსენალს" "პრემიერ ლიგიდან" ვარსკვლავი ემატება? | დეტალები » სპორტის ხაზი

"არსენალს" "პრემიერ ლიგიდან" ვარსკვლავი ემატება? | დეტალები

"არსენალს" "პრემიერ ლიგიდან" ვარსკვლავი ემატება? | დეტალები
26-10-2022, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიკელ არტეტას "არსენალი" იური ტილემანსის გადაბირებასთან ძალიან ახლოსაა. აღსანიშნავია, რომ "მეთოფეები" ბელგიელი ნახევარმცველის დამატებას გასულ ზაფხულსაც ცდილობდნენ, თუმცა ტრანსფერი ვერ შედგა.

როგორც იწერება, "არსენალი" თავისი გუნდის სიღრმითა და რეზერვით ბოლომდე კმაყოფილი არ არის და იმ შემთხვევაში, თუ სასტარტო ფეხბურთელებიდან ნახევარდაცვაში ტრავმიანობა მოიმატებს, მაშინ არტეტას გუნდი გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდება. სწორედ ამიტომ, ინგლისის ჩემპიონატის ლიდერები ცდილობენ, რომ გუნდის თადარიგი კიდევ უფრო მოაძლიერონ, განსაკუთრებით კი ნახევარდაცვის რგოლში, რისთვისაც, მათი აზრით, იური ტილემანსი კარგი კანდიდატურაა. გარდა "არსენალის" ინტერესისა, ბელგიელს "იუვენტუსიც" აკვირდება, ამიტომ "ლესტერის" ფეხბურთელის გადაბირებაში "მეთოფეებს" მოცილეც გამოუჩნდათ.

აი, რას ამბობს იური ტილემანსზე "ლესტერის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი: "ის არის გამორჩეული მოთამაშე და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი. ტილემანსი ჩვენი სათამაშო გეგმის განუყოფელი ნაწილია და დიდი სიამოვნებაა მისნაირ პროფესიონალთან მუშაობა." - თქვა "მელიების" დამრიგებელმა Daily Mail-თან საუბრისას.

"ლესტერის" გულშემატკივრები იმედოვნებენ, რომ მათი გუნდის საკვანძო მოთამაშეს შეინარჩუნებენ, თუმცა როგორც იწერება, იური ტილემანსი "ლესტერს" უახლოეს მომავალში დატოვებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი