"რატომ შევცვალე ჰოლანდი?" - პეპ გვარდიოლას პასუხი » სპორტის ხაზი

"რატომ შევცვალე ჰოლანდი?" - პეპ გვარდიოლას პასუხი

"რატომ შევცვალე ჰოლანდი?" - პეპ გვარდიოლას პასუხი
26-10-2022, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, "ჩემპიონთა ლიგაში" პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი" ედინ ტერზიჩის "დორტმუნდს" შეხვდა და მატჩი 0:0 დასრულდა. მოპოვებული ქულებით გუნდები პირველ და მეორე ადგილზე გადანაწილდნენ და ჯგუფიდან გასვლა ოფიციალურად გაინაღდეს.

პეპ გვარდიოლამ მაყურებელი მორიგ ჯერზე გააოცა ჯერ იმით, რომ კევინ დე ბრუინი სათადარიგოთა სკამზე დატოვა, შემდეგ კი ერლინგ ჰოლანდი და ჟოაო კანსელო მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეცვალა. რასაკვირველია, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ესპანელ სპეციალისტს კითხვები დაუსვეს, მან კი შემდეგი რამ თქვა:

"რატომ გავიყვანე ერლინგი? - სამი მიზეზი მქონდა. პირველი, ჰოლანდს თამაშამდე გრიპი ჰქონდა, ისევე როგორც ჟოაოს. მეორე, დავინახე, რომ ის დაიღალა და მესამე, მას ფეხში ტკივილის გრძნობა ჰქონდა. ამ ყველაფრის ფონზე, გადავწყვიტე, რომ ერლინგი მოედნიდან გამეყვანა, რადგან ახლა რთული პერიოდია და ჩვენ ბევრს ვიბრძვით." - პეპ გვარდიოლა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი