"ინგლისის ნაკრებს მე რომ ვწვრთნიდე, მსოფლიოს ჩემპიონატს მოვიგებდით" - სემ ელერდაისი » სპორტის ხაზი

"ინგლისის ნაკრებს მე რომ ვწვრთნიდე, მსოფლიოს ჩემპიონატს მოვიგებდით" - სემ ელერდაისი

"ინგლისის ნაკრებს მე რომ ვწვრთნიდე, მსოფლიოს ჩემპიონატს მოვიგებდით" - სემ ელერდაისი
26-10-2022, 13:30
Aa Aa
გაზიარება:

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, სემ ელერდაისმა, რომელიც ნაკრებს სულ რაღაც 67 დღის განმავლობაში წვრთნიდა თქვა, რომ ინგლისი მსოფლიოს ჩემპიონატს მოიგებდა იმ შემთხვევაში, თუ სემი ნაკრებს სათავეში თავად ჩაუდგებოდა:

"როგორი იქნებოდა ჩემი სასტარტო XI? - კარში ჯორდან პიკფორდს დავაყენებდი, დაცვაში კი ლუკ შოუს, კოუდს, ჰარი მაგუაიერსა და რის ჯეიმსს ავირჩევდი. რაც შეეხება ნახევარდაცვას, იქ ჯუდ ბელინგემს, დეკლან რაისსა და მეისონ მაუნტს ნახავდით, ხოლო შეტევაში ჰარი კეინს, ბუკაიო საკასა და ფილ ფოდენს დავაყენებდი. ეს, ის გუნდი იქნებოდა, რომლითაც მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას ჩემი მწვრთნელობის შემთხვევაში იზეიმებდით."

"საუთგეიტის ფორმაციის ნაკრები? - რასაკვირველია, მათ ფანტასტიკური პროგრესი აქვთ, თუმცა გადამწყვეტ მომენტებში დამაჯერებლობა აკლიათ. ვაფასებ მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალსა და ევროპის ჩემპიონატის ფინალს, მაგრამ უკეთესადაც შეიძლებოდა, მათ კრიტიკულ ეპიზოდებში გავლებული ხაზები უნდა გადაკვეთონ."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი