"შენი ფანები მხოლოდ ბავშვები არიან" - თოფურიას პასუხი შონ ო'მალის » სპორტის ხაზი

"შენი ფანები მხოლოდ ბავშვები არიან" - თოფურიას პასუხი შონ ო'მალის

"შენი ფანები მხოლოდ ბავშვები არიან" - თოფურიას პასუხი შონ ო'მალის
4-01-2024, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, UFC-ში მოასპარეზე ამერიკელმა მოჩხუბარმა შონ ო'მალიმ სოციალურ ქსელში დაწერა "ილია არის ჩემი ედი", რითაც ილია თოფურიასთან ბრძოლის ინტერესზე კიდევ ერთხელ მიგვანიშნა.

აღნიშნულზე არც ქართველი მებრძოლის პასუხმა არ დააყოვნა. თოფურიამ ო'მალის ასევე სოციალური ქსელის საშუალებით გასცა პასუხი:


"UFC-ის შენთან ბრძოლა შევთავაზე, მაგრამ მითხრეს, რომ ბავშვებისთვის უინტერესო იქნებოდა, რადგან შენი ფანები მხოლოდ ბავშვები არიან. ჩვენი ბრძოლა არასდროს შედგება. ვოლკანოვსკის შემდეგ, კონორთან ვიბრძოლებ და შენ ფან ბიჭუნასავით მოხვალ. იმის შემდეგ რაც შენი PPV რიცხვი ვნახე, მხოლოდ იმის შემოთავაზება შემიძლია, რომ ჩემი ბარათის პრელიმებზე იბრძოლო."

ცნობისთვის, ილია თოფურია 18 თებერვალს, ტიტულისთვის იბრძოლებს, სადაც მოქმედ ჩემპიონ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი