მორიგი ინტერესი იტალიიდან - "იუვენტუსი" "საბურთალოს" ფეხბურთელის დამატებით არის დაინტერესებული » სპორტის ხაზი

მორიგი ინტერესი იტალიიდან - "იუვენტუსი" "საბურთალოს" ფეხბურთელის დამატებით არის დაინტერესებული

მორიგი ინტერესი იტალიიდან  - "იუვენტუსი" "საბურთალოს" ფეხბურთელის დამატებით არის დაინტერესებული
25-10-2022, 21:11
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე დღის წინ მედიაში დაიწერა, რომ "საბურთალოს" ნახევარმცველის, გიორგი გოჩოლეიშვილის შეძენით “ვალენსია” დაინტერესდა.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილმა იტალიურმა გამოცემამ განაცხადა, რომ ტურინის "იუვენტუსი" აქტიურად აკვირდება ახალგაზრდა ფეხბურთელს.

მეტიც, როგორც წყარომ დასძინა, "ბებერი ქალბატონი" მზად არის გოჩოლეიშვილის სანაცვლოდ ქართულ კლუბს ერთი მილიონი ევრო გადაუხადოს.

"საბურთალოსთვის" ალბათ უფრო მომგებიანი იტალიური გრანდის ინტერესი იქნება, რადგან "ვალენია" ქართველის სანაცვლოდ მხოლოდ 600 ათასი ევროს გადახდას თანხმდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი