"ქართული დროშა დახიეს..", - ფიზიკური დაპირისპირება რომას ფანებსა და ქართველ გულშემატკივრებს შორის » სპორტის ხაზი

"ქართული დროშა დახიეს..", - ფიზიკური დაპირისპირება რომას ფანებსა და ქართველ გულშემატკივრებს შორის

"ქართული დროშა დახიეს..", - ფიზიკური დაპირისპირება რომას ფანებსა და ქართველ გულშემატკივრებს შორის
25-10-2022, 18:43
Aa Aa
გაზიარება:

სერია ა-ს მე-11 ტურის შეხვედრაში, რომამ საკუთარ მოედანზე ნაპოლის უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა.

მოედანზე 90 წუთი გაატარა ნაპოლის ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელიც გუნდს დაცვაში უფრო აქტიურად ეხმარეობდა და ხშირად ორთაბძოლებშიც იღებდა მონაწილებას.

აღნიშნული მატჩის ტრანსლირებისას, კადრში არაერთხელ გამოჩნდა ქართული დროშები და როგორც მოგვიანებით დაიწერა, რომა-ნაპოლის დაპირისპირებას უამრავი ქართველი ესწრებოდა.

როგორც calcionapoli24.it წერს, ქართველ გულშემატკივრებს ადგილობრივ ფანებთან შეხლა-შემოხლა მოუვიდათ. ეს ყოველივე კი მას შემდეგ, რაც ოსიმენის გოლის ეპზიდოში, ქართველებმა ნაპოლის გოლის აღნიშვნა დაიწყეს. მათი უმრავლესობა რომას ფან-სექტორში იჯდა. იგივე წყაროს თქმით, ქართველები ემოციებს ვერ იკავებდნენ და საქართველოს დროშებს აფრიალებდნენ, რამაც რომას ფანების გაღიზიანება გამოიწვია.

როგორც მოგვიანებით დაიწერა, ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებასაც, ზოგიერთ ქართველს დროშაც კი წაართვეს და დახიეს - საბოლოოდ სიტუაცია სტადიონის დაცვის სამსახურმა განმუხტა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი