"ბექა ღვინიაშვილი - ბებერი მელა" | IJF ქართველ სპორტსმენზე » სპორტის ხაზი

"ბექა ღვინიაშვილი - ბებერი მელა" | IJF ქართველ სპორტსმენზე

"ბექა ღვინიაშვილი - ბებერი მელა" | IJF ქართველ სპორტსმენზე
25-10-2022, 12:15
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ, ქართველმა ძიუდოისტმა ბექა ღვინიაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემი ოქროს მედლით დაასრულა, რაზეც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა:

"აბუ დაბის გრანდ სლემზე -90 კგ წონით კატეგორიაში გამოკვეთილი ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი იყო, რომელიც ოქროს მედლის პრეტენდენტი გამოდგა. ქართველმა სპორტსმენმა ტურნირი დასაწყისშივე დომინანტურად დაიწყო და მეტოქეები თავის სტილში, დომინანტურადვე დაამარცხა. ბექა ღვინიაშვილი მოკლე ჭიდაობებითა და იპონებით გამოირჩა, რამაც ქართველი ოქროს მედლამდე მიიყვანა."

"ღვინიაშვილი ნახევარფინალამდე დამაჯერებლად მივიდა, რადგან მან ყველაფერი იდეალურად გააკეთა, ხოლო ფინალამდე ერთ ნაბიჯში თავისთვის კარგად ნაცნობ მეტოქეს, სერბ მსოფლიოს ჩემპიონ ნემანია მაიდოვს შეხვდა. აღსანიშნავია, რომ ეს ორი სპორტსმენი ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ, ამიტომ მათი დაპირისპირება ენერგიაგამოცლილზე ოქროს დროში გადავიდა, სადაც გამარჯვება სწორედ ღვინიაშვილს დარჩა."

"ბექა ღვინიაშვილი, იგივე ბებერი მელა ფინალში ფრანგ ძიუდოისტს, ლორის ტასიეს დაუპირისპირდა, სადაც ფრანგი ქართველისთვის თქმას აპირებდა, რომ მას ბექასთან ასპარეზობის არ ეშინია, თუმცა აღნიშნული ილუზია 1 წუთსაც კი არ გაგრძელებულა. ამდენად, ტურნირი სწორედ ქართველმა სპორტსმენმა მოიგო და შეიძლება ითქვას, მას ისეთი არაფერი გაუკეთებია, რასაც მისგან არ ელოდნენ." - წერს IJF ბექა ღვინიაშვილზე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი