"ეს იყო გულუბრყვილო ბიჭის შეცდომა", - რას წერს ბასილაშვილის მოძღვარი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე » სპორტის ხაზი

"ეს იყო გულუბრყვილო ბიჭის შეცდომა", - რას წერს ბასილაშვილის მოძღვარი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

"ეს იყო გულუბრყვილო ბიჭის შეცდომა", - რას წერს ბასილაშვილის მოძღვარი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
24-10-2022, 22:08
Aa Aa
გაზიარება:

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილი უდანაშაულოდ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, საუბარია 2018 წლის აგვისტოს ნაწილში, კონკრეტულად კი სისტემატიური სიტყვიერი შეურაცხყოფის ნაწილში.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში არქიმანრდიტი ანთიმოზ ივერიელიც გამოეხმაურა, რომელმაც წყვილს წარსულში ჯვარი დასწერა:

"სანამ ნიკა „იმას'' ცოლად მოიყვანდა, ორი წლის განმავლობაში ხშირი ურთიერთობა მქონდა როგორც მოძღვარს სულიერ შვილთან და მეგობართან. როდესაც ნიკამ სამებაში ნელი დოროყაშვილი გამაცნო, ნიკას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა და ჯვრისწერის დღეზე შესათანხმებლად იყვნენ მოსულნი. ეს იყო გულუბრყვილო ბიჭის შეცდომა. მადლობა ღმერთს და ქალბატონ მოსამართლეს. ყოფილი მეუღლის ბრალდება ჩემთვის თავიდანვე ნონსენსი და ფანტასტიკის სფერო იყო. ნიკა ზედმეტად კეთილშობილი და გულწრფელი ადამიანია. მას ყველაზე ცოტა 5 წელი შეუძლია ჩოგბურთის უმაღლეს დონეზე თამაში და ''ტოპ''15-ში დაბრუნება, რასაც თავდაუზოგავი შრომა და ვარჯიში სჭირდება. ჯანი და მხნეობა ნიკა! შენ შეგიძლია", - წერს ანთიმოზ ივერიელი.

"ეს იყო გულუბრყვილო ბიჭის შეცდომა", - რას წერს ბასილაშვილის მოძღვარი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი