"იმ მომენტში გაეტანოს ხვიჩასთვის პასი უნდა მიეცა" - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ? » სპორტის ხაზი

"იმ მომენტში გაეტანოს ხვიჩასთვის პასი უნდა მიეცა" - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ?

"იმ მომენტში გაეტანოს ხვიჩასთვის პასი უნდა მიეცა" - რა თქვა სპალეტიმ მატჩის შემდეგ?
24-10-2022, 17:25
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, გუშინ დერბი დელ სოლე ნეაპოლელთა გამარჯვებით დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ვიქტორ ოსიმენმა მატჩის მიწურულისკენ ეფექტური დარტყმით გაიტანა და პარტენოპეის უმნიშვნელოვანესი ქულები მოუტანა. თამაშის დასრულების შემდეგ, ლუჩანო სპალეტიმ ისაუბრა და თქვა:

"მოურინიომ თქვა, რომ უსამართლოდ მოვიგეთ? - ამაზე არაფერს ვიტყვი, მირჩევნია ჩემს გუნდზე ვისაუბრო. მიუხედავად იმისა, რომ რთული თამაში გამოდგა და შეცდომებიც დავუშვით, რამდენიმე საგოლე მომენტის შექმნა მაინც მოვახერხეთ ისე, რომ მეტოქისთვის ანალოგიურის გაკეთების შესაძლებლობა არ მიგვიცია. ვფიქრობ, სავსებით სამართლიანად მოვიგეთ, რადგან საგოლე რეალიზაციაში მეტოქეს ვაჯობეთ. რა თქმა უნდა, ჯერ ტიტულზე საუბარი ადრეა, რადგან მასზე მხოლოდ ივნისში საუბრობენ. ახლა მთავარია, რომ ეიფორიას არ მივეცეთ და მიწაზე დავრჩეთ".

"გაეტანო? - ის კარგი და ნიჭიერი ბიჭია, თუმცა გამოცდილება და ტაქტიკური განსწავლა აკლია. მაგალითად, ერთ მომენტში გაეტანოს შეეძლო, რომ ცარიელ პოზიციაში დარჩენილი ხვიჩა პასით მოემარაგებინა, შემდეგ კი ბურთი თავადვე დაბრუნებოდა, თუმცა ის ასე არ მოიქცა. მიუხედავად ამისა, ის ძლიერი ბიჭია." - ლუჩანო სპალეტი.

შეგახსენებთ, რომ "ნაპოლი" 29 ქულით იტალიის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი