ჰარი კეინის ტრანსფერი ბაიერნში ვერ შედგება - სალიჰამიჯიჩის კომენტარი » სპორტის ხაზი

ჰარი კეინის ტრანსფერი ბაიერნში ვერ შედგება - სალიჰამიჯიჩის კომენტარი

ჰარი კეინის ტრანსფერი ბაიერნში ვერ შედგება - სალიჰამიჯიჩის კომენტარი
24-10-2022, 16:27
Aa Aa
გაზიარება:

ლევანდოვსკის გუნდიდან წასვლის შემდეგ, ბაიერნს გამოკვეთილი ფორვარდის პრობლემა შეექმნა, მართალია, ბოლო მატჩებში ეს როლი საკუთარ თავზე ჩუპო-მოტინგმა ითავა, თუმცა კლუბი კვლავ ტოპ მოთამაშის ძიებაშია.

გერმანულ მედიაში, ჰარი კეინის ბაიერნში შესაძლო ტრასნფერზე ყოველდღიურად იწერება, თუმცა, როგორც სალიჰამიჯიჩის დღევანდელმა კომენტარმა გვიჩვენა, ბაიერნი ინგლისელი შემტევით დაინტერესებული არ არის - ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე:

"ის მსოფლიოს ერთ-ერთი ტოპ მოთამაშეა, თუმცა ჩვენ ისეთ ფეხბურთელებთან არ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, რომელთაც კლუბებთან კონტრაქტი აკავშირებთ", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.

ცნობისთვის, კეინს ტოტენჰემთან არსებული კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, გერმანულ Transfermarkt-ს კი 29 წლის ფორვარდი 90 მილიონ ევრო ჰყავს შეფასებული


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი