"ირატის პატივს ვცემ, თუმცა დღეს კარგად არ უმსაჯია" - რა თქვა ჟოზემ წაგების შემდეგ? » სპორტის ხაზი

"ირატის პატივს ვცემ, თუმცა დღეს კარგად არ უმსაჯია" - რა თქვა ჟოზემ წაგების შემდეგ?

"ირატის პატივს ვცემ, თუმცა დღეს კარგად არ უმსაჯია" - რა თქვა ჟოზემ წაგების შემდეგ?
24-10-2022, 01:23
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა დერბი დელ სოლე, რომელიც ლუჩანო სპალეტის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლის გატანა ვიქტორ ოსიმენმა ეფექტური დარტყმით მოახერხა და ნიგერიელმა ფორვარდმა "ნაპოლის" უმნიშვნელოვანესი ქულები მოუტანა. შეხვედრის შემდეგ ისაუბრა ჟოზე მოურინიომ, რომელმაც თქვა:

"ჩვენ საკმარისად კარგები ვიყავით იმისთვის, რომ დღევანდელი თამაში არ წაგვეგო, თუმცა მე მისი მოგება მინდოდა, ზუსტად ისევე, როგორც ამას ჩვენი დღევანდელი მეტოქე აკეთებს, რამდენიმე დარტყმა და გოლი.."

"ირატის პატივს ვცემ, თუმცა მას დღეს კარგად არ უმსაჯია. მიუხედავად ამისა, ნაპოლის ვულოცავ გამარჯვებას, მათ დამსახურებულად მოიგეს, ჩვენ კი დამსახურებულად წავაგეთ." - თქვა ჟოზე მოურინიომ.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი მონაცემებით სპალეტის გუნდი პირველ პოზიციას 29 ქულით იკავებს, ხოლო "რომა" 22 ქულით მე-5 პოზიციაზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი