შოთა არველაძემ თურქეთის სუპერლიგის "ფატიჰ კარაგუმრუქი" ჩაიბარა და გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშიც გამართა.
50 წლის ქართველი სპეციალისტი მოხარულია თურქეთში კიდევ ერთი შანსის მიღებით და ინტერვიუში გულშემატკივარს იმედის მომცემ დაპირებებს აძლევს.
შოთა არველაძე ბოლოს "ჰალ სიტის" ინგლისის ჩემპიონშიფში წვრთნიდა, სადაც დიდი დრო არ მიეცა და ახლა ძალებს ისევ თურქეთში, ცხრილის შუაში მყოფ გუნდში მოსინჯავს.