"ქედს ვიხრი ხოჭოლავას წინაშე" - "კოპენჰაგენის" მთავარი მწვრთნელი » სპორტის ხაზი

"ქედს ვიხრი ხოჭოლავას წინაშე" - "კოპენჰაგენის" მთავარი მწვრთნელი

"ქედს ვიხრი ხოჭოლავას წინაშე" - "კოპენჰაგენის" მთავარი მწვრთნელი
23-10-2022, 22:20
Aa Aa
გაზიარება:

როგორც დანიური მედია, კერძოდ Tipsbladet წერს, "კოპენჰაგენის" ცენტრალური მცველი დავით ხოჭოლავა უკვე რამდენიმე შეხვედრაა, რაც მიღებული დაზიანებით თამაშობს, რადგან გუნდში მისი ჩანაცვლების ალტერნატივა არ არსებობს.

დანიური მედია წერს, რომ "მიდტიულანდთან" შეხვედრის პირველ ტაიმში ხოჭოლავამ ტრავმა მიიღო და მცირე ხნით მოედნის დატოვება მოუხდა, რა დროსაც მისი გუნდის დაცვითი რგოლი აბსოლუტურად აირია. სწორედ ქართველის მოედანზე დაბრუნებამ განაპირობა "კოპენჰაგების" უკანა ხაზის დასტაბილურება.

აი, რას ამბობს დანიური კლუბის მთავარი მწვრთნელი, ჯეიკობ ნესტრუპი ქართველ ფეხბურთელზე: "ხოჭოლავა რამდენიმე თვეა, რაც გუნდს თავს სწირავს. დავითს კუნთთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა, მან მიდტიულანდთან მაინც მთელი შეხვედრა ითამაშა, რის გამოც ქედს ვიხრი მის წინაშე. ნამდვილად არ ვიცი იყენებს თუ არა ხოჭოლავა ტკივილგამაყუჩებლებს, მე მწვრთნელი ვარ და არა ექიმი." - თქვა "კოპენჰაგენის" დამრიგებელმა.

შეგახსენებთ, რომ "კოპენჰაგენი" სევილიაში 25 ოქტომბერს ითამაშებს და დიდი შანსია, რომ ხოჭოლავამ აღნიშნული შეხვედრა კვლავაც სასტარტო თერთმეტეულიდან დაიწყოს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი