"მასში მტაცებელი დავინახე" - რას წერს ნიკა ბასილაშვილის მოძღვარი გახმაურებულ საქმეზე? » სპორტის ხაზი

"მასში მტაცებელი დავინახე" - რას წერს ნიკა ბასილაშვილის მოძღვარი გახმაურებულ საქმეზე?

"მასში მტაცებელი დავინახე" - რას წერს ნიკა ბასილაშვილის მოძღვარი გახმაურებულ საქმეზე?
23-10-2022, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

ნიკა ბასილაშვილისა და ნელი დოროყაშვილის სასამართლო პროცესის დასრულებას ეხმაურება ქართველი ჩოგბურთელის მოძღვარი ანთიმოზ ივერიელი, რომელიც შემდეგ რამეს წერს:

"სანამ ნიკა ''იმას'' ცოლად მოიყვანდა, ორი წლის განმავლობაში ხშირი ურთიერთობა მქონდა როგორც მოძღვარს სულიერ შვილთან და მეგობართან. როდესაც ნიკამ სამებაში ნელი დოროყაშვილი გამაცნო, მასში მტაცებელი დავინახე. სამწუხაროდ ვერაფერს შევცვლიდი. ნიკას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა და ჯვრისწერის დღეზე შესათანხმებლად იყვნენ მოსულნი. ეს იყო გულუბრყვილო ბიჭის შეცდომა. მადლობა ღმერთს და ქალბატონ მოსამართლეს. ყოფილი მეუღლის ბრალდება ჩემთვის თავიდანვე ნონსენსი და ფანტასტიკის სფერო იყო. ნიკა ზედმეტად კეთილშობილი და გულწრფელი ადამიანია. მას ყველაზე ცოტა 5 წელი შეუძლია ჩოგბურთის უმაღლეს დონეზე თამაში და ტოპ 15-ში დაბრუნება, რასაც თავდაუზოგავი შრომა და ვარჯიში სჭირდება. ჯანი და მხნეობა ნიკა! შენ შეგიძლია." - წერს სპორტსმენის მოძღვარი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა ბასილაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი