"მოურინიო ხვიჩას ფლანგზე გალიის დადგმას აპირებს" - რას წერს იტალიური პრესა? » სპორტის ხაზი

"მოურინიო ხვიჩას ფლანგზე გალიის დადგმას აპირებს" - რას წერს იტალიური პრესა?

"მოურინიო ხვიჩას ფლანგზე გალიის დადგმას აპირებს" - რას წერს იტალიური პრესა?
23-10-2022, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

დღის ბოლოს, 22:45-ზე "სტადიო ოლიმპიკო" ჟოზე მოურინიოს "რომასა" და ლუჩანო სპალეტის "ნაპოლის" შეხვედრას უმასპინძლებს. რასაკვირველია, როგორც სატურნირო ცხრილიდან, ისე ამავე გუნდების დაპირისპირებათა ისტორიიდან გამომდინარე, დღევანდელი მატჩი სახელად დერბი დელ სოლე დიდ ინტერესს იწვევს. აი, რას წერს იტალიური პრესა ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟოზე მოურინიოს ტაქტიკაზე:

"დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, რა თქმა უნდა, ხვიჩა კვარაცხელია იქნება. Gazzetta dello Sport-ის ნააზრევის თანახმად, პორტუგალიელი სპეციალისტი მარცხენა ფლანგზე ნამდვილი გალიის დადგმას აპირებს, რათა ქართველი შემტევის შეჩერება შეძლოს. ჟოზე მოურინიო გეგმავს, რომ ხვიჩას მხარეს სამი მოთამაშე დააყენოს, რათა მისი პროდუქტიულობა მაქსიმალურად შეზღუდოს. პირველი, ვინც ქართველს დაუპირისპირდება ზალევსკი იქნება, რომელსაც ფლანგის უსაფრთხოება აბარია, ხოლო თუ ხვიჩა სიღრმისკენ შეიწევს, მაშინ ის კამარას უნდა გაუმკლავდეს. გარდა ამისა, ორივე შემთხვევაში დაზღვევაზე იბანეზი ითამაშებს. ამდენად, კვარაცხელიას სამი მოთამაშის წინააღმდეგ თამაში და სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევს." - წერს Persemprenapoli.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "სტადიო ოლიმპიკოზე" გოლი გატანილი უკვე აქვს. ქართველმა შემტევმა იტალიის ჩემპიონატის მე-5 ტურში "ლაციოს" კარი აიღო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი