რა თანხა გამოიმუშავა გიორგი სარდალიშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემის მოგებით? » სპორტის ხაზი

რა თანხა გამოიმუშავა გიორგი სარდალიშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემის მოგებით?

რა თანხა გამოიმუშავა გიორგი სარდალიშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემის მოგებით?
22-10-2022, 23:30
Aa Aa
გაზიარება:

21-23 ოქტობრის ჩათვლით აბუ დაბის გრანდ სლემი იმართება, სადაც საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებიც იღებს მონაწილეობას.

პირველ საასპარეზო დღეს, ეროვნულ ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა ახალგაზრდა სპორტსმენმა, გიორგი სარდალიშვილმა, რომელმაც ფინალში ჩინელი ძიუდოისტი ვაზარით დაამარცხა.

ამ გათამაშების ოქროს მედლით დასრულების შემდეგ, გიორგიმ 5000 ევრო გამოიმუშავა, საიდანაც 1000 ევრო მწვრთნელს ერგება, 4000 კი თვითონ ძიუდოისტს დარჩება. შეგახსენებთ იმასაც, რომ სარდალიშვილთან ერთად ნაკრებს მედალი( ბრინჯაო) ეთერ ლიპარტელიანმაც მოუპოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი