"ვალენსია" შინ დამარცხდა | რა შეფასება მიიღო ქართველმა მეკარემ "მალიორკასთან" მატჩში? » სპორტის ხაზი

"ვალენსია" შინ დამარცხდა | რა შეფასება მიიღო ქართველმა მეკარემ "მალიორკასთან" მატჩში?

"ვალენსია" შინ დამარცხდა | რა შეფასება მიიღო ქართველმა მეკარემ "მალიორკასთან" მატჩში?
22-10-2022, 22:30
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ძალიან დაძაბული შეხვედრა "მესტალიაზე", სადაც ადგილობრივი "ვალენსია" "მალიორკას" დაუხვდა და უშეღავათო ბრძოლაში 1:2 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ პირველი გოლი მამარდაშვილმა პენალტის ნიშნულიდან გაუშვა, ხოლო მეორე შემთხვევაში შემტევის დარტყმული მცველს მოხვდა, ბურთმა მიმართულება მკვეთრად იცვალა და გოლი გავიდა. ამდენად, ქართველი მეკარის დადანაშაულება არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება.

რაც შეეხება დანარჩენ დროს, მამარდაშვილი მთელი მატჩის განმავლობაში ნორმალურად გამოიყურებოდა თუ ერთ მომენტს არ ჩავთვლით, როდესაც გიორგის გამოსვლაზე ბურთი ხელიდან გაუცურდა.

ქართველ მეკარეს Whoscored-მა 5.9 სარეიტინგო ქულა დაუწერა.

შეგახსენებთ, რომ ამ წაგებით "ვალენსია" მე-9 ადგილს 15 ქულით იკავებს, ხოლო "მალიორკა" 12 ქულით მე-12 პოზიციაზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.