"მარტო ერთზე არ გავჩერდებით“ - რას ამბობს პანდემიის დროს გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა » სპორტის ხაზი

"მარტო ერთზე არ გავჩერდებით“ - რას ამბობს პანდემიის დროს გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა

"მარტო ერთზე არ გავჩერდებით“ - რას ამბობს პანდემიის დროს გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის მამა
30-11-2023, 02:45
Aa Aa
გაზიარება:

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა "რესპუბლიკური საავადმყოფოს" თერაპიული განყოფილების ხელმძღვანელისთვის ბრალდების წარდგენის შესახებ ისაუბრა.

გაიოზ ჩარკვიანის თქმით, აღნიშნულ საქმეზე კიდევ მიმდინარეობს ექსპერტიზა და შესაძლოა, ბრალი სხვა ადამიანებსაც წარედგინოთ.

"მიმდინარეობდა გამოძიება. გამოძიებამ გამოავლინა გარემოებები, ვის რა ბრალი მიუძღოდა. საუბარია კლინიკის პირველ სართულზე, სადაც პაციენტი იწვა. აღნიშნულმა ექიმმა მიზანმიმართულად დაამძიმა პაციენტი.

პირველ სართულზე მომუშავე სხვა მედ-პერსონალის მიმართაც გამოიკვეთება გარემოებები და ალბათ, უახლოეს მომავალში მათაც ბრალი წარედგინებათ. მარტო ერთისთვის ბრალის წაყენებით მე არ გავჩერდები და არც ჩემი მეგობრები არ გაჩერდებიან, ვინაიდან სხვებსაც მიუძღვის ბრალი. მარტო ერთი ადამიანისთვის ბრალის წაყენება არაფერს არ ნიშნავს.

ასევე უმთავრესია კლინიკის მეორე სართული, სადაც შეიწირეს ჩემი შვილი ჯალათმა თეთრხალათიანებმა. აღნიშნულთან დაკავშირებით კიდევ მიმდინარეობს ექსპერტიზა და აქედან გამომდინარე გავდივართ მძიმე ბრძოლას, რათა საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება. სამართალი ურმით დადის, მაგრამ მაინც დადის. სამართლიანობას მაინც მივაღწევთ"
, – განაცხადა გაიოზ ჩარკვიანმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი