"სულაც არ ნიშნავს რომ კარგია" - კუნდე უკმაყოფილოა » სპორტის ხაზი

"სულაც არ ნიშნავს რომ კარგია" - კუნდე უკმაყოფილოა

"სულაც არ ნიშნავს რომ კარგია" - კუნდე უკმაყოფილოა
24-11-2023, 23:55
Aa Aa
გაზიარება:

"ბარსელონას" ცენტრალურმა მცველმა ჟულეს კუნდემ მედიასთან ინტერვიუში ფეხბურთელების გადატვირთული გრაფიკზე ისაუბრა.

"უამრავი მატჩია, ტემპი უფრო და უფრო ინტენსიური ხდება. შედეგიც სახეზეა, წელს უამრავი ფეხბურთელია ტრავმირებული.

ეს ყველაფერი ძალიან საშიში ხდება და არავინ გვიცავს. როდესაც ამ პრობლემას ვაპროტესტებთ, ზოგიერთი ადამიანი იძახის, რომ მატჩების რაოდენობა ადრეც ძალიან ბევრი იყო. თუ ეს სიმართლეა, სულაც არ ნიშნავს, რომ კარგია. ამ საკითხზე მსჯელობა უნდა შედგეს და ჩვენი უფლებები დაიცვან"
- განაცხადა ფრანგმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.