საქართელოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ფინალზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
"ფინალზე ფიქრი ჯერ არ მსურს რადგან ნახევარფინალი მოსაგებია, ჩვენ შესანიშნავი გულშემატკივრები გვყვავს და მათთან ერთად ეს პლეი-ოფი უნდა მოვიგოთ, ამისათვის კი ჯერ ლუქსემბურგის ნაკრები უნდა დავამარცხოთ.
დრო შეიცვალა და ლუქსემბურგიც საფეხბურთო ქვეყანად ჩამოყალიბდა, მაგრამ ჩვენი გულშემატკივრების მხარდაჭერით დიდი იმედი მაქვს გავიმარჯვებთ." - განაცხადა ვილი სანიოლმა. ინტერვიუ აღებულია Geo Team-ის ინსტაგრამ გვერდიდან.
საქართელოს ნაკრები ლუქსემბურგს 21 მარტს თბილისში დაუპირისპირდება.