"მას შეუძლია დროთა განმავლობაში 10 ნომერზე პრეტენზია განაცხადოს" - Gazzetta dello Sport-ი ხვიჩაზე სტატიას აქვეყნებს » სპორტის ხაზი

"მას შეუძლია დროთა განმავლობაში 10 ნომერზე პრეტენზია განაცხადოს" - Gazzetta dello Sport-ი ხვიჩაზე სტატიას აქვეყნებს

"მას შეუძლია დროთა განმავლობაში 10 ნომერზე პრეტენზია განაცხადოს" - Gazzetta dello Sport-ი ხვიჩაზე სტატიას აქვეყნებს
22-10-2022, 12:30
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ სერია A-ს მომდევნო ტურში ერთმანეთს "რომა" და "ნაპოლი" დაუპირისპირდებიან. ცნობილი იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ი კი მატჩის წინ საინტერესო თემას შეეხო.

აღსანიშნავია, რომ "რომა და ნაპოლი" ის კლუბები არიან, რომელთაც 10-ნომრიანი მაისური ხმარებიდან ამოღებული აქვთ. პირველს - ფრანჩესკო ტოტის, ნეაპოლელებს კი, დიეგო მარადონას საპატივსაცემოდ. იტალიური გამოცემის აზრით, ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია შეიძლება გახდეს ის ფეხბურთელი, ვინც არსებული სიტუაციის მიუხედავად, პარტენოპეის რიგებში 10-ნომრიან მაისურს მოირგებს.

"აი, ნეაპოლში კი უკვე გამოჩნდა ფეხბურთელი, რომელმაც დროთა განმავლობაში შესაძლოა, 10 ნომერზე პრეტენზია განაცხადოს. ის ახლა 77-ნომრიან მაისურს ატარებს. ცხადია, საუბარია ხვიჩა კვარაცხელიაზე, საოცარი ტექნიკის მქონე შემტევზე.

ის ვერასდროს გახდება მარადონა, თუმცა, ნამდვილად შეუძლია 10-ნომრიანი მაისური მოირგოს."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი