საქართველოს U19 ნაკრებმა კვიპროსელი თანატოლები დაამარცხა » სპორტის ხაზი

საქართველოს U19 ნაკრებმა კვიპროსელი თანატოლები დაამარცხა

საქართველოს U19 ნაკრებმა კვიპროსელი თანატოლები დაამარცხა
15-11-2023, 22:55
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს U19 ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობს და პირველი შეხვედრა კვიპროსში 2:0 მოიგო.

შეხვედრის პირველივე ტაიმი ჩვენი ნაკრების უპირატესობით წარიმართა, 23 წუთზე ცოტნე ბერილიძემ შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ კვიპროსელთა კარი აიღო.

მეორე ტაიმში კი თავი დაჩი ლორქიფანიძემ გამოიჩინა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გამარჯვებული გუნდი სახლში ბრუნდება სადაც ესპანეთისა და მოლდოვის 19 წლამდელთა ნაკრებებს დაუპირისპირდება, ეს შეხვედრებიც ნოემბერში გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი