დარვინ ნუნიესმა "პრემიერ ლიგის" ყველა დროის რეკორდი დაამყარა | დეტალები » სპორტის ხაზი

დარვინ ნუნიესმა "პრემიერ ლიგის" ყველა დროის რეკორდი დაამყარა | დეტალები

დარვინ ნუნიესმა "პრემიერ ლიგის" ყველა დროის რეკორდი დაამყარა | დეტალები
21-10-2022, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ურუგვაელი ფორვარდი "ლივერპულმა" "ბენფიკადან" 85 მილიონ ფუნტად შეიძინა, თუმცა ჯერჯერობით ნუნიესი თავის თავს არ ჰგავს. აღსანიშნავია, რომ დარვინმა მერსესაიდულ კლუბში მართლაც მშვენივრად დაიწყო, როდესაც თასის ფინალში "მანჩესტერ სიტის" გაუტანა, შემდეგ კი ინგლისის ჩემპიონატში "ფულჰემის" კარიც აიღო, თუმცა გოლების სერიას "კრისტალ პალასთან" დაუფიქრებელი მოქმედება და წითელი ბარათი მოყვა.

"ლივერპულის" უკანასკნელ შეხვედრაში, სადაც გუნდმა "ვესთ ჰემთან" 1:0 მოიგო, გამარჯვების გოლი დარვინ ნუნიესმა გაიტანა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა. მიუხედავად ამ მიღწევისა, ურუგვაელი ფეხბურთელი სხვა ფაქტორით გამოირჩა: "დარვინ ნუნიესმა პრემიერ ლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი სიჩქარე განავითარა, 38 კმ/სთ." - წერს Sportbible.

შეგახსენებთ, რომ აქამდე, აღნიშნული რეკორდი კაილ უოკერს ეკუთვნოდა, რომელმაც 37.802 კმ/სთ-ს განვითარება შეძლო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი