BOOM! კვარაცხელიამ მთელი საფეხბურთო სამყარო მოიცვა | ყველა ხვიჩას აკვირდება » სპორტის ხაზი

BOOM! კვარაცხელიამ მთელი საფეხბურთო სამყარო მოიცვა | ყველა ხვიჩას აკვირდება

BOOM! კვარაცხელიამ მთელი საფეხბურთო სამყარო მოიცვა | ყველა ხვიჩას აკვირდება
21-10-2022, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

მორიგი დღე და მორიგი სატრანსფერო სიახლე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ. მსოფლიოს უამრავი გამოცემა, იქნება ის ესპანური, იტალიური, ფრანგული თუ გერმანული, ქართველი შემტევის შესახებ გამუდმებით წერს და ამტკიცებს, რომ კვარა რომელიღაც კონკრეტულ გრანდში სეზონის დასრულების შემდეგ გადავა. სწორედ ასე, უცხოური Fichajes ხვიჩას საოცარ შედეგებს ეხმაურება და წერს:

"ელიტურ ფეხბურთში ხვიჩა კვარაცხელიამ თავი შესანიშნავად წარმოადგინა. ხვიჩას მადრიდის რეალი უკვე აკვირდება და ამას არამარტო ის, არამედ სხვა ევროპული გრანდებიც აკეთებენ. ეჭვგარეშეა, რომ ხვიჩა ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ქართველს შეუძლია, რომ განსხვავება ყველა თამაშში შექმნას და ის მხოლოდ 10 მილიონადაა შეძენილი. ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპულ გრანდთა ინტერესის სრული მონოპოლია დაამყარა, რაც მისმა ნაჩვენებმა ბრწყინვალე შედეგებმა განაპირობა."

გამოცემა განაგრძობს: "როგორც 90min წერს, მადრიდული გრანდის გარდა, კვარაცხელიას ყურადღებით აკვირდებიან პსჟ და მანჩესტერ სიტიც. ყველამ ვიცით, რომ მსგავსი დონის კლუბები სატრანსფერო არეალში მაშინ ჩნდებიან, როცა ასპარეზზე კვარაცხელიას მსგავსი ფეხბურთელი გამოდის, რომელსაც თავისი განსაკუთრებული ტალანტით უდიდესი განსხვავების შექმნა შეუძლია."

ქართველი ფეხბურთელისადმი ჩამოთვლილი გრანდების ინტერესს ადასტურებს ცნობილი სტატისტიკური ცენტრიც, კერძოდ Transfermarkt, რომელიც სოციალურ ქსელში შემდეგ ფოტოს აქვეყნებს:

BOOM! კვარაცხელიამ მთელი საფეხბურთო სამყარო მოიცვა | ყველა ხვიჩას აკვირდება


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი