ვეტერანი პორტუგალიელი არ ჩერდება - პეპეს ახალი რეკორდები ჩემპიონთა ლიგაზე » სპორტის ხაზი

ვეტერანი პორტუგალიელი არ ჩერდება - პეპეს ახალი რეკორდები ჩემპიონთა ლიგაზე

ვეტერანი პორტუგალიელი არ ჩერდება - პეპეს ახალი რეკორდები ჩემპიონთა ლიგაზე
8-11-2023, 15:30
Aa Aa
გაზიარება:

გასულ ღამეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის შეხვედრაში "პორტუ" ბელგიურ "ანტვერპენს" დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა.

ვეტერანმა პორტუგალიელმა მცველმა, კეპლერ პეპემ გოლი გაიტანა და დამატებით ორი რეკორდიც დაამყარა.

40 წლისა და 254 დღის ასაკში ის გახდა ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა შეძლო და მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი