"მას ბევრი მნიშვნელოვანი გუნდი ადევნებს თვალს" - გიორგი მამარდაშვილის აგენტი ფეხბურთელის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე საუბრობს » სპორტის ხაზი

"მას ბევრი მნიშვნელოვანი გუნდი ადევნებს თვალს" - გიორგი მამარდაშვილის აგენტი ფეხბურთელის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე საუბრობს

"მას ბევრი მნიშვნელოვანი გუნდი ადევნებს თვალს"  - გიორგი მამარდაშვილის აგენტი ფეხბურთელის ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე საუბრობს
20-10-2022, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

დღეს გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის დამატება ტურინის "იუვენტუსს" სურს.

ამ თემასთან დაკავშირებით Calciomercato-სთან 22 წლის ფეხბურთელის აგენტმა, ლევან სეთურიძემ ისაუბრა და განაცხადა.

"იუვენტუსი? მამარდაშვილს ბევრი მნიშვნელოვანი გუნდი ადევნებს თვალს და ინტერესი არა მხოლოდ მათი მხრიდან, არამედ ინგლისიდანაც არსებობს. ახლა ჩვენი მიზანი ვალენსიაა და მან ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს. რაც შეეხება 2023 წლის ზაფხულის სატრანსფერო ბაზარს, მანამდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ამჟამად გიო ვალენსიას ძირითადი მეკარეა და ის ამით კმაყოფილია.

გიორგი ძალიან კმაყოფილია სეზონის დასაწყისით და ასევე გუნდთან 2027-წლამდე კონტრაქტის გახანგრძლივებით. დიდი შრომის შემდეგ ჩემს პარტნიორ სტეფანო კასტანიასთან ერთად მოვახერხეთ ვალენსიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ხელშეკრულების დახურვა.

გატუზო? მას ძალიან სჯერა გიორგის და სწორედ ამიტომ არის ვალენსიას სასტარტო მეკარე. მათ შორის ძალიან კარგი და მეგობრული ურთიერთობაა." - განაცხადა საფეხბურთო აგენტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი