ოფიციალურად - ვინ გახდება საქართველოს საუკეთესო წლის სპორტსმენი » სპორტის ხაზი

ოფიციალურად - ვინ გახდება საქართველოს საუკეთესო წლის სპორტსმენი

ოფიციალურად - ვინ გახდება საქართველოს საუკეთესო წლის სპორტსმენი
16-09-2024, 21:35
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომა, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გაიმართება და დადგინდება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საიუბილეო ყრილობის ჩატარების თარიღი.

ეს განცხადება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, ელგუჯა ბერიშვილმა ექსკლუზიურად შუადღის „პიკის საათში“ სტუმრობისას გააკეთა და დასძინა, რომ, ქართული სპორტის ისტორიაში პირველად, სესიაზე 2024 წლის საუკეთესო სპორტსმენისთვის განკუთვნილი ჯილდო სამივე ოლიმპიურ ჩემპიონს – ლაშა ტალახაძეს, ლაშა ბექაურსა და გენო პეტრიაშვილს გადაეცემათ.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წელს 35 წლის იუბილეს აღნიშნავს.

1989 წლის 6 ოქტომბერს თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დამფუძნებელ კონფერენციაზე 377 დელეგატმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების შესახებ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი