გუშინ ღამით ქართულმა სპორტულმა სამყარომ ტრაგიკული ამბის შესახებ გაიგო, - გარდაიცვალა ქართველი მთამსვლელი, არჩილ ბადრიაშვილი.
ამის შესახებ ვრცლად ქართველმა კომენტატორმა, გიორგი ზურაბიშვილმა საკუთარ Facebook-გვერდზე დაწერა.
გამორჩეული სული გაფრინდა სხვა მხარეს. ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მთამსვლელი და კიდევ უფრო მაგარი ადამიანი. მეტიც, ასეთი ხალხი თითზე ჩამოსათვლელია სამყაროში.
თვითონ სიკვდილი ისე ყავდა მოთვინიერებული, როგორც სხვას არავის, ვინც ცხოვრებაში შემხვედრია. ტრაგიკულად არ უყურებდა ახალ განზომილებაში გადასვლას. ამაზე ბევრჯერ გვილაპარაკია.
შევხვდებით მეორე მხარეს, თუ ჩემ დარჩენილ ცხოვრებაში რამედ ვივარგე. აბა, მშვიდობით მეგობარო! თოკების დაკიდება არ დაგავიწყდეს, რომ სადაც იქნები, იქ მეც ამოვიდე.
- წერს გიორგი ზურაბიშვილი.