"არ მგონია, რომ პაულო 2023 წლამდე დაბრუნდეს" - ჟოზე მოურინიო | დიბალა მსოფლიო ჩემპიონატს ტოვებს? » სპორტის ხაზი

"არ მგონია, რომ პაულო 2023 წლამდე დაბრუნდეს" - ჟოზე მოურინიო | დიბალა მსოფლიო ჩემპიონატს ტოვებს?

"არ მგონია, რომ პაულო 2023 წლამდე დაბრუნდეს" - ჟოზე მოურინიო | დიბალა მსოფლიო ჩემპიონატს ტოვებს?
10-10-2022, 17:39
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, იტალიის ჩემპიონატში ჟოზე მოურინიოს "რომა" "ლეჩეს" დაუხვდა და 2:1 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ რომალეთა მეორე გოლი პაულო დიბალამ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, რის შემდეგაც არგენტინელმა ტრავმა მიიღო და მინდორი დატოვა. სწორედ "ლა ხოიას" ტრავმაზე ისაუბრა ჟოზე მოურინიომ: "დიბალა თავს კარგად ნამდვილად არ გრძნობს. რა თქმა უნდა, ექიმი არ ვარ, თუმცა ჩემი ვარაუდით, ის 2023 წლამდე ვერ დაბრუნდება".

პაულო დიბალას სამედიცინო შემოწმება უტარდება და ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა არგენტინელი მსოფლიო ჩემპიონატზე თავის ნაკრებთან ერთად გამგზავრებას. შეგახსენებთ, რომ "რომას" 21-ე ნომერს ყველა ტურნირზე 11 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი