“შესაძლოა იუვეს ფორმა ცმოდა” - Calciomercato-ს სტატია კვარაზე » სპორტის ხაზი

“შესაძლოა იუვეს ფორმა ცმოდა” - Calciomercato-ს სტატია კვარაზე

“შესაძლოა იუვეს ფორმა ცმოდა” - Calciomercato-ს სტატია კვარაზე
14-01-2023, 10:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელი შეხვედრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიაზე უამრავი ადამიანი თუ სპორტული გამოცემა საუბობს. მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული Calciomercato გახლავთ, რომელმაც ქართველის შესახებ ცალკე სტატია შემოგვთავაზა:

2023 წლის დასაწყისი კვარაცხელიასთვის დაუვიწყარი არ ყოფილა, რადგან ინტერსა და სამპდორიასთან იგი შეაჩერეს, მაგრამ ეს იყო მატჩი საიმისოდ, რომ თავის საუკეთესო დონეზე დაბრუნებულიყო. კვლავ ეჩვენებინა კლასი. დანილო ფლანგზე ააწიოკა, გაიტანა გოლი, რომლის აღნიშვნამ კვარა გაათავისუფლა, რომლითაც მან დაადუმა ყველა კრიტიკოსი. სწორედ აქ დაბრუნდა ტალანტი ზურგზე 77 ნომრით, რომელმაც მეორე ტაიმში ბრწყინვალე ფეხბურთი ითამაშა და 2 საგოლე პასი გააკეთა: ჯერ კუთხურიდან რაჰმანიზე და შემდეგ ოსიმენზე. მატჩის ბოლოს შეცვალეს, მარადონას სახელობის სტადიონზე უამრავი ქართული დროშის, თანამემამულეების ტაშისა და ოვაციების ფონზე.

შეიძლებოდა, რომ შავთეთრი ყოფილიყო - ბედის ირონიაა, დიახ, იმიტომ, რომ შეიძლებოდა მას იუვენტუსის მაისური მოერგო. 2021 წელს იუვენტუსს ცოტაღა აშორებდა ქართველის ტურინში წაყვანასთან. პარატიჩის წინასწარი კონტრაქტი მზად ჰქონდა, მაგრამ იგი მაშინ ტოტენჰემში გადავიდა და გარიგება ჩაიშალა, იუვემ ქართველზე უარი თქვა. ახლა მას ნაპოლის მაისური აცვია და ანადგურებს სწორედ იმას, რაც შეიძლებოდა მისი ყოფილიყო".

ქართველ შემტევს ნეაპოლელთა მაისურით ყველა ტურნირზე 9 გოლი და 10 საგოლე გადაცემა მოუგროვდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი