ნაპოლისა და იუვენტუსის სავარაუდო XI-ები | იქნება ხვიჩა კვარაცხელია? » სპორტის ხაზი

ნაპოლისა და იუვენტუსის სავარაუდო XI-ები | იქნება ხვიჩა კვარაცხელია?

ნაპოლისა და იუვენტუსის სავარაუდო XI-ები | იქნება ხვიჩა კვარაცხელია?
12-01-2023, 16:12
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის მე-18 ტური სტარტს ხვალ, 23:45-ზე ცენტრალური მატჩით აიღებს, სადაც ერთმანეთს ნაპოლი და იუვენტუსი დაუპირისპირდებიან.

ცხადია, ეს შეხვედრა საჩემპიონო თვალსაზრისით, ძალიან ბევრ რამეს გადაწყვეტს. ნაპოლი პირველ ადგილს ჯერ კიდევ ინარჩუნებს და უახლოეს მდევარ იუვენტუსს 7 ქულით უსწრებს.

იმ შემთხვევაში თუ ნაპოლი ხვალ წააგებს, მაშინ მასიმილიანო ალეგრის ბიჭების სხვაობას სულ რაღაც 4 ქულამდე დაიყვანენ და ტურნირი ძალიან დაიძაბება.

რაც შეეხება სავარაუდო თერთმეტეულებს, მას უცხოური სპორტული ვებგვერდი, Sportsmole გვთავაზობს, რომელიც კარგი სიზუსტით გამოირჩევა ხოლმე:

ნაპოლი - მერეტი | დი ლორენცო, კიმი, რაჰმანი, ოლივერა | ანგისა, ლობოტკა, ჟიელინსკი | პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

იუვენტუსი - შესნი | დანილო, რუგანი, გატი | მაკკენი, რაბიო, ლოკატელი, მირეტი, კოსტიჩი | დი მარია, მილიკი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი