საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაათავისუფლეს » სპორტის ხაზი

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაათავისუფლეს

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გაათავისუფლეს
11-01-2023, 18:10
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ნოელ ლე გრე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა RMC Sport საუბრობს.

აღნიშნულის მიზეზი ლე გრეს მიერ რამდენიმე დღის წინ კარიმ ბენზემასა და ზინედინ ზიდანზე ნათქვამი განცხადებები გახდა:

„ზიდანის ნაკრებში მოსვლის სურვილი? რაც უნდა ის ქნას, არ მაინტერესებს. უნდა ნაკრები ჩაიბაროს, უნდა კლუბი. რომ დამირეკოს, ტელეფონსაც არ ვუპასუხებ.


კარიმ ბენზემა? რომ არა მისი ტრავმა, ოლივიე ჟირუ ვერ გაიტანდა მსოფლიოზე ამდენ გოლს და შეიძლება, ასეთი შედეგიც ვერ დაგვედო."

მსგავსი განცხადებების გამო ფედერაციამ ლე გრეს გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი