ლუკა გაგნიძე: " რუსეთში თამაში ჩემთვისაც დისკომფორტია" » სპორტის ხაზი

ლუკა გაგნიძე: " რუსეთში თამაში ჩემთვისაც დისკომფორტია"

ლუკა გაგნიძე: " რუსეთში თამაში ჩემთვისაც დისკომფორტია"
11-01-2023, 10:00
Aa Aa
გაზიარება:

ახალგაზრდა ქართველმა ფეხბურთელმა, ლუკა გაგნიძემ Geo Team-თან ინტერვიუში საინტერესო თემები მიმოიხილა. პირველ რიგში უნდა ვახსენოთ მისი რუსეთის ჩემპიონატში თამაში, რაზეც ლუკამ შემდეგი რამ განაცხადა:

"ჩემთვისაც დიდი დისკომფორტია, როცა რუსეთში ვთამაშობ და ხალხს არ უნდა, რომ საქართველოს ნაკრებში ვითამაშო. ჩემი ოცნებაა, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშოს, თუ გინდათ, მე არ ვიყო ამ გუნდის წევრი."

გაგნიძე ამ დროისთვის მოსკოვის "დინამოს" საკუთრებაა და იჯარით "რაკოვში" თამაშობს. უნდა ვახსენოთ ისიც, რომ მას ყველა ასაკობრივი ნაკრები აქვს გამოვლილი და ამჟამად საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების წევრია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი