"პსჟ"-ის მფლობელებმა შესაძლოა, პრემიერ ლიგის გუნდი იყიდონ » სპორტის ხაზი

"პსჟ"-ის მფლობელებმა შესაძლოა, პრემიერ ლიგის გუნდი იყიდონ

"პსჟ"-ის მფლობელებმა შესაძლოა, პრემიერ ლიგის გუნდი იყიდონ
11-01-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

The United Stand-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "პსჟ"-ის მფლობელი კომპანია "მანჩესტერ იუნაიტედის" ან "ლივერპულის" შეძენას აპირებს. განიხილება ერთ-ერთი კლუბის როგორც სრულად, ისე მისი წილის შეძენა.

მანამდე დაიწერა, რომ Qatar Sports Investments, რომელიც "პსჟ"-ის გარდა, ასევე ფლობს აქციათა 23%-იან წილს პორტუგალიურ "ბრაგაში" მოლაპარაკება ტოტენჰემის შეძენაზე დაიწყო. ზოგადად, QSI-ში პრემიერლიგის კლუბების მიმართ დაინტერესება კატარში ჩატარებული მუნდიალის შემდეგ გაიზარდა. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ პოტენციური გარიგება მსოფლიო სპორტში კატარის იმიჯს კიდევ უფრო აამაღლებს.

შეგახსენებთ, რომ უეფას წესებით, კლუბებს, რომლებსაც საერთო მფლობელი ჰყავთ, ერთ ევროპულ ტურნირში ასპარეზობის უფლება არ აქვთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი