VIDEO: ეს არის ინტერის ტაქტიკა ხვიჩას შესაჩერებლად - იტალიელები კვარაზე უხეშობის ფაქტს ეხმაურებიან » სპორტის ხაზი

VIDEO: ეს არის ინტერის ტაქტიკა ხვიჩას შესაჩერებლად - იტალიელები კვარაზე უხეშობის ფაქტს ეხმაურებიან

VIDEO: ეს არის ინტერის ტაქტიკა ხვიჩას შესაჩერებლად - იტალიელები კვარაზე უხეშობის ფაქტს ეხმაურებიან
5-01-2023, 01:18
Aa Aa
გაზიარება:

დიდხნიანი პაუზის შემდეგ, იტალიის ჩემპიონატი ცენტრალური შეხვედრით გაიხსნა, სადაც ერთმანეთს 'ინტერი' და 'ნაპოლი' დაუპირისპირდნენ.

მატჩის განმავლობაში ხშირი იყო უხეში მოქმედებები, თუმცა ყველაზე დიდი დატვირთვა ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე მოდიოდა, რომელსაც სამი ფეხბურთელი - მატეო დარმიანი ; ნიკოლო ბარელა და მილან შკრინიარი მესვეურობდა.

ამ სცენარს ცნობილი იტალიური გამოცემა corriere dello sport-ი გამოემხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ეს ყოველივე უბრალოდ საშინელება იყო.

"ხვიჩას წინააღდეგ ამგვარი ქმედება დაცვა არ არის, ეს საშინელებას ჰგავს. მატჩის დაწყებისთანავე დაიწყო ასე თამაში და ამას TWITTER -ც დიდი გამოხმაურება მოჰყვა."

მართლაც, სოციალურ ქსელში ხვიჩას წინააღმდეგ ასეთ თამაშს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ერთ-ერთი პირველი კი მარტინო პუჩიო გახლდათ, რომელმაც ეს შეხვედრა ცნობილი ფილმიდან ერთ-ერთ მონაკვეთს შეადარა. - "ინტერის ტაქტიკა ხვიჩას შესაჩერებლად"

იხილეთ ვიდეო:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი