ბლეზ მატუიდიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა » სპორტის ხაზი

ბლეზ მატუიდიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა

ბლეზ მატუიდიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
23-12-2022, 21:57
Aa Aa
გაზიარება:

ფრანგმა ნახევარმცველმა, ბლეზ მატუიდიმ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას ფეხბურთელი თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.

"ფეხბურთო, ძალიან მიყვარდი, ძალიან ბევრიც მომეცი, მაგრამ დროა ვთქვა, რომ საკმარისია. ბავშვობის ოცნებები ავიხდინე და დღეს ამ გვერდს სიამაყით ვშლი. მადლობა" - დაწერა მან ტვიტერზე.

მატუიდის კარიერის უმეტესი ნაწილი საფრანგეთის ლიგა 1-ში აქვს გატარებული. იგი "ტროას," "სენტ ეტიენის," "პსჟს," "იუვენტუსისა" და "ინტერ მაიამის" რიგებში გამოდიოდა. ბოლო პერიოდში, 2020 წლიდან ფრანგი ამერიკის ჩემპიონატში ასპარეზობდა. საერთო ჯამში მატუიდის 697 შეხვედრა მოუგროვდა, სადაც მის ანგარიშზე 49 გოლი და 44 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი