პავარის ბაიერნიდან წასვლა გადაწყვეტილი ამბავია - ფრანგ მცველს ახალი მსურველი გამოუჩნდა » სპორტის ხაზი

პავარის ბაიერნიდან წასვლა გადაწყვეტილი ამბავია - ფრანგ მცველს ახალი მსურველი გამოუჩნდა

პავარის ბაიერნიდან წასვლა გადაწყვეტილი ამბავია - ფრანგ მცველს ახალი მსურველი გამოუჩნდა
22-12-2022, 11:58
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის ბაიერნის მცველი, ბენჟამინ პავარი ახალ გუნდში გადასვლას არ გამორიცხავს. ეს ყოველივე ფრანგმა მცველმა რამოდენიმე კვირის წინ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში დაადასტურა.

როგორც მედიასთან მიცემულ ინტერვიუში პავარმა აღნიშნა, ის თანამემამულე, ოლივერ ჟირუსთან თამაშის წინააღმდეგი არ არის - ცნობისთვის, 36 წლის ჟირუ ამჟამად მილანის ღირსებას იცავს.

კატალონიელი ჟურნალისტის, ხავი მიგელის ინფორმაციით, პავარის დამატებას ბარსელონას განიხილავს, როგორც მარჯვენა მცველის პოზიციაზე, თუმცა, პავარს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისთვის ყველაზე კომფორტული ცენტრალურ მცველად თამაშია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი